საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
საქართველოსთვის სამყარო თავდაყირა დადგა
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ემოციები და ცრემლები
ემოციები და ცრემლები
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
ჩრდილოეთ მაკედონია დამარცხებულია
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
რეალმა მბაპე გამორიცხა
რეალმა მბაპე გამორიცხა
კარიერის 5 წელი დავკარგე
კარიერის 5 წელი დავკარგე
კანავარო იტალიში დაბრუნდა
კანავარო იტალიში დაბრუნდა
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ბორდო ლიგა 1-ში უნდა დავაბრუნო
ტურის საუკეთესო სეივი
ტურის საუკეთესო სეივი
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ტომ ჰარდი ჯიუ-ჯიცუში
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
Gazzetta-მ ხვიჩაზე დაწერა
მორიგი კონფლიქტი
მორიგი კონფლიქტი
„დააბრუნეთ სუარესი“
„დააბრუნეთ სუარესი“
სასჯელი რუსეთს
სასჯელი რუსეთს
სული გაყიდა
სული გაყიდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
წარუმატებელი სერია დასრულდა
„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე მსოფლიოში“ - Foot Mercato-ს სტატია მამარდაზე
Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  20:58

„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე მსოფლიოში“ - Foot Mercato-ს სტატია მამარდაზე

Footmercato ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული გამოცემაა და რამდენიმე წუთის წინ, სტატია გამოაქვეყნა, რომელიც „ვალენსიას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს მიუძღვნა. მისი ავტორი, აურელიენ მასედო „მამარდას“ აქებს და აცხადებს, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.

1 წელზე ოდნავ მეტ დროში, ვალენსიას მთავარ მეკარედ ქცეული მამარდაშვილი ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა. 21 წლის გიორგი ჩემ 100-მილიონიანი გამოსასყიდი თანხით დაიცვა.

„ქართულ ფეხბურთს შესანიშნავი პერიოდი უდგას. ბორდოს ქომაგებმა დაუღალავი გარემარბის, ზურიკო დავითაშვილის თამაში უკვე იხილეს, ქვეყნის მთავარმა ტალანტმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ნაპოლისთან გააფორმა კონტრაქტი და იტალიასა და ევროპას აოცებს. მათ გარდა, კავკასიაში მდებარე ქვეყანას ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატშია გამორჩეული. საუბარი ლა ლიგაზე და გიორგი მამარდაშვილზეა, რომელიც ვალენსიას რიგებში ასპარეზობს. ღამურებმა იგი იჯარის წესით გაიფორმეს და შემდეგ მისი კონტრაქტი გამოისყიდეს. თავდაპირველად, იგი სარეზერვო გუნდისთვის შეიძინეს, მაგრამ მამარდაშვილმა ძირითად გუნდში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა.

გიორგიმ იასპერ სილესენის ტრავმით ისარგებლა, ხაუმე დომენეკსა და კრისტიან რივეროს აჯობა და აღზევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლა ლიგის სეზონის სტარტზე ძირითადში სწორედ ქართველი გამოჩნდა და სოლიდურადაც გამოიყურებოდა. საწყისი 6 შეხვედრიდან მან კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა და მისმა თამაშმა ლეგენდარული სანტიაგო კანისარესი მოხიბლა. „მამარდაშვილთან მიმართებით, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ის ახალგაზრდა მეკარეა და შეცდომებს დაუშვებს“, - განაცხადა ვალენსიას ექს-მეკარემ.

კანისარესი მართალი აღმოჩნდა და შეცდომების შემდეგ, გიორგი სათადარიგოთა სკამზე გადავიდა, თუმცა კლუბს მისი ნდობა არ დაუკარგავს და ქართველის კონტრაქტი გამოისყიდა. მამარდაშვილმა გრძელი და რთული გზა გაიარა და იგი 21-წლამდე ასაკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა ტრუბინთან, ბაზუნუსთან, სლონინასთან, ვანდევოორდტთან და დესტანოღლუსთან ერთად. მამარდაშვილს ახალი სტატუსი აქვს. მან ჯენარო გატუზო სწრაფად დაარწმუნა და იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარეა. 199 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე გიგანტი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ძირითადში 6-ჯერ გამოჩნდა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა. მამარდაშვილმა ფეხით თამაში უნდა გააუმჯობესოს, მაგრამ კარის ხაზზე და ჩაწოდებებისას ბრწყინვალეა. გარდა ამისა, სიმაღლის მიუხედავად, იგი დაბალ ბურთებზე ჩინებულად თამაშობს და მისმა საფეხბურთო თვისებებმა ვალენსიას მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებისკენ უბიძგა. მამარდაშვილი მესტალიაზე 2027 წლის ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი 100 მილიონი ევრო იქნება. ორი აზრი არაა, რომ იგი პრესტიჟული კლუბების ინტერესს მიიპყრობს და შარშან ერთ-ერთი მათგანი ტოტენჰემი იყო. მიუხედავად ამისა, გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს“, - წერს Foot Mercato.

შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან მოყოლებული, დღემდე მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა 11 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო. მის ანგარიშზე 27 გაშვებული ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს