ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 32-მდე გაზრდა არ იგეგმება - რას აპირებს უეფა
Aa Aa
22 სექტემბერი 2022  |  20:10

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 32-მდე გაზრდა არ იგეგმება - რას აპირებს უეფა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის 32-მდე გაზრდას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail-ი ავრცელებს და წერს, რომ უეფაში ამ ცვლილების გატარებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

იწერებოდა, რომ 2028 წლისთვის ევროპირველობაზე 32 ნაკრები იქნებოდა, თუმცა უეფაში თვლიან, რომ კონფედერაციის 55 წევრიდან 32-ის ევროპის ჩემპიონატზე ხილვა კომერციულად მომგებიანი არ იქნება. ეს „არაფრისმომცემი“ მატჩების რაოდენობას გაზრდის და მარტივი იქნება იმის წინასწარმეტყველება, ამა თუ იმ ჯგუფში გუნდები რომელ ადგილს დაიკავებენ.

უეფა სხვა ვარიანტებს განიხილავს და ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის გაუქმებაა, თუმცა ამ ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს. ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბერში მიიღებს, როცა აღმასრულებელი კომისიის სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა გაზარდა და 16-ის ნაცვლად, 24 ნაკრები დაუშვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი რეფორმა იგეგმებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს
„ვერ ვხსნი ტოპ კლუბებმა ხელიდან როგორ გაუშვეს“ - იტალიაში კვარაზე ისაუბრეს