საბა საზონოვი
Aa
Aa

რუსეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: საზონოვის საქციელი მიუღებელია

მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის მცველის, საბა საზონოვის არჩევანს რუსეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მიხაილ გალაკტიონოვი ეხმაურება და მისი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

რა თქვა გალაკტიონოვმა:

საბა საზონოვი, „დინამოს“ ასაკობრივი გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად გასულ კვირას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. პრემიერ ლიგის მორიგი ტურის დასრულების შემდეგ, გუნდის სამწვრთნელო და ადმინისტრაციული შტაბი ელოდა, რომ ფეხბურთელი ჩვეულ ვადებში ჩამოვიდოდა ნოვოგორსკის ბაზაზე. საზონოვის გარდა, ყველა მოთამაშე თავის დროზე მოვიდა.

ორშაბათს დილით, ფეხბურთელმა ახალგაზრდული ნაკრების მენეჯერს აცნობა, რომ არ მოვიდოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო დღემდე იყო კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილების განხილვა სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშის შესახებ, რადგან ეს მისი პირადი სურვილია. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვერ მივიღებთ მოთამაშის ასეთ ქცევას რუსეთის ნაკრებთან მიმართებაში.

გალაკტიონოვის ამ სიტყვებს საბა საზონოვის მამა, ანდრეი საზონოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ასაკობრივი ნაკრებებიდან მის შვილს შეთავაზება არასდროს მიუღია.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ამ დროისთვის მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ზენიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 20 წლის ფეხბურთელი დედით ქართველი, მამით კი რუსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება“ - იაშვილმა საბა საზანოვზე ისაუბრა
„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება“ - იაშვილმა საბა საზანოვზე ისაუბრა