რეალი, ატლეტიკო, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ატმოსფერო არ გვაშინებს“ - ანჩელოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. „ატლეტიკო“ „რეალს’ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„სამწუხაროდ ბენზემა ვერ ითამაშებს. ის ახლა ინდივიდუალურად ემზადება და სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. რთულ მატჩს ველოდები. ორივე გუნდს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

მოწინააღმდეგეს გრიზმანის სახით ძალიან საშიში ფეხბურთელი ჰყავს. მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. რაც შეეხება სიმეონეს, დიეგოს თავის მოთამაშეებთან უხილავი კავშირი აქვს. ისინი ერთ დიდ ერთობლიობას ქმნიან და ძლიერ კოლექტივს აყალიბებენ.

მილიტაო გამოჯანმრთელდა და შესაძლოა ვათამაშო, თუმცა ჯერ არ ვიცი და ამაზე ბევრს ვფიქრობ. „ატლეტიკოს“ სტადიონის გარემოზე არ ვნერვიულობ. ზეწოლას ყოველთვის ვგრძნობთ და ამას მიჩვეულები ვართ.“

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

გასულ სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი „რეალის“ სტადიონზე გაიმართა და „ბლანკოსმა“ ბენზემას და ასენსიოს გოლებით 2:0 გაიმარჯვა. მეორე დაპირისპირება კი „როხიბლანკოს“ მოედანზე შედგა. სიმეონეს გუნდმა კარასკოს ზუსტი პენალტის წყალობით 1:0 მოიგო. მომავალი დაპირისპირება კი 18 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება დაწყებულია - ინტერს ლუკაკუს შენარჩუნება სურს
მოლაპარაკება დაწყებულია - ინტერს ლუკაკუს შენარჩუნება სურს