გერმანია ევრო 2024-იდან რუსეთისა და ბელარუსის მოკვეთას ითხოვს
Aa
Aa

გერმანია ევრო 2024-იდან რუსეთისა და ბელარუსის მოკვეთას ითხოვს

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფაიზერმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების მოხსნა მოითხოვა.

მინისტრმა უეფას პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს წერილიც გაუგზავნა.

„არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ბელარუსიც, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის მთავარი მხარდამჭერი, მათ ყველა საერთაშორისო ტურნირზე თამაში უნდა აეკრძალოთ.

ამას თან უნდა ახლდეს რუს და ბელარუს ჩინოვნიკთათვის საერთაშორისო სპორტული ასოციაციების გავლენიან ორგანოებში წევრობის ჩამორთმევა. ფეხბურთმა უნდა გაამართლოს თავისი პასუხისმგებელი როლი და გამოავლინოს ერთიანი პოზიცია იმის მიმართ, რაც ხდება.

ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს და ჩამოერთვას სპორტთან შეხების უფლება, ასევე გავლენის ან საკუთარი თავის სხვაგვარად წარმოჩენის შესაძლებლობა“,

- ციტირებს ფაიზერის სიტყვებს Spiegel-ი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მანამდე უეფამ რუსეთის ეროვნულ გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობა აუკრძალა, გარდა ამისა, რუსულ კლუბებს 2022/2023 წლების სეზონში ევროტურნირებზე თამაშიც აეკრძალათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ერთადერთია, ვინც არაფრისგან მომენტს ქმნის“ - იტალიელმა ჟურნალისტმა სპალეტის უპასუხა
„ხვიჩა ერთადერთია, ვინც არაფრისგან მომენტს ქმნის“ - იტალიელმა ჟურნალისტმა სპალეტის უპასუხა