ზედიზედ მე-4 მარცხი - ჰალ სიტიმ ამჯერად სუონსისთან წააგო
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში „ჰალ სიტი“ „სუონსის“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. სამწუხაროდ, ეს არველაძის გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე წაგებაა.
მთელი მატჩს განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ, რაც სტატისტიკაშიც აისახა. „სუონსის“ ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ 7-ჯერ დაარტყეს, ხოლო აქედან 2 ზუსტი აღმოჩნდა. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში „სუონსიმ“ უპირატესობა გაზარდა და 61-ე წუთზე მენინმა ანგარიში გახსნა. ზუსტად 3 წუთში ლუკ ქენდლმა გაისროლა და სხვაობა ორამდე გაიზარდა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მეორე ტაიმში ზუსტად კარშიც კი ვერ დაარტყა. საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ჟოელ პირომ დასვა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ, შოთა არველაძის გუნდი სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „ვეფხვები“ „ლუტონს“ უმასპინძლებენ.