საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ამხანაგური შეხვედრებისთვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთ-ერთი, თელავის 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახაგლაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

რამაზ სვანაძე:

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას და თურქეთს შეხვდება
ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას და თურქეთს შეხვდება