ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და პირველი გოლი მისი დამსახურებით გავიდა.

ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანი გამოცემა SofaScore ფეხბურთელებს აფასებს. გამონაკლისი არც „ნაპოლი“ გახდა და ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო.

მერეტი 7.6 რაჰმანი 6.8 დი ლორენცო 7.2 მინ-ჯაე კიმი 7.1 მარიო რუი 7.7 ანგისა 7.2 ლობოტკა 7.2 კვარაცხელია 7.0 პოლიტანო 7.6 ზიელინსკი 7.9 სიმეონე 6.7 ნდომბელე 7.9 ზერბინი 6.6 რასპადორი 7.5

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით „ლივერპული“ და „აიაქსი“ იყოფენ. მომდევნო ტურში სპალეტის გუნდი „აიაქსს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი "რეინჯერსთან"

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უპრეცედენტო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში“ - EUROSPORT კვარაცხელიაზე
“უპრეცედენტო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში“ - EUROSPORT კვარაცხელიაზე