ბარსელონა, ბაიერნი, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“ბაიერნზე უკეთესები ვიყავით“ - ჩავი წაგებული მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„მთლიან მატჩში 6 თუ 7 საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, ხოლო „ბაიერნმა“ თავისი შანსები იდეალურად გამოიყენა. ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. გოლი რომ გაგვეტანა, სულ სხვა სცენარი განვითარდებოდა.

ეს ჩემპიონთა ლიგაა და შეცდომებს არავინ გაპატიებს. ერნანდესი ვერავინ აიყვანა და გოლი სწორედ ასე გავუშვით. წაგება, რა თქმა უნდა, უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს და წინ კიდევ 4 მატჩია. მიუნხენში გამარჯვების სურვილით და მოტივით ჩამოვედით.

ახლა კი შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ. საკმარისად კარგი იმისთვის, რომ მოგვეგო.. რეალურად, „ბაიერნზე“ უკეთესები ვიყავით. დაფიქსირებული ანგარიში მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს. უნდა ვეცადოთ და ყველაფრიდან პოზიტივი დავინახოთ. გამარჯვებას ვიმსახურებდით..“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი 100 მილიონია - MARCA მამარდას ახალ კონტრაქტზე წერს
გამოსასყიდი 100 მილიონია - MARCA მამარდას ახალ კონტრაქტზე წერს