ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლივერპულთან გამარჯვება უკვე წარსულია“ - ხვიჩა ბრიტანულ მედიას ესაუბრა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელია Daily Record-ს ესაუბრა:

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ნაადრევია იმის თქმა, თუ რას შეიძლება მივაღწიოთ ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ჩვენს სათქმელს ვიტყვით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი „ლივერპული'' დავამარცხეთ, მაგრამ ახლა ეს უკვე წარსულია. ახლა „რეინჯერსთან'' თამაშზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, „რეინჯერსი“ საკუთარი ქომაგების წინაშე ითამაშებს. ვიცით, გლაზგოში როგორი ატმოსფეროა, თუმცა გვჯერა, რომ დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. ნეაპოლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დიეგო სიმეონეს მისამართით შესრულებული საგოლე პასის გარდა გოლების შექმნაში დიდი როლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსი“ - „ნაპოლის“ მატჩი 14 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიმეორებს კვარადონა მარადონას?“ - WHOSCORED-ის ვრცელი სტატია ხვიჩაზე
„გაიმეორებს კვარადონა მარადონას?“ - WHOSCORED-ის ვრცელი სტატია ხვიჩაზე