ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გაიმეორებს კვარადონა მარადონას?“ - WHOSCORED-ის ვრცელი სტატია ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული თამაში მთელი ევროპის მასშტაბით არაერთი გავლენიანი გამოცემის, თუ სააგენტოს განხილვის საგნად იქცა.

ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა, ცნობილი ბრიტანული გამოცემა WhoScored.com-ია.

სააგენტოს ჟურნალისტი, ბენ მაკალერი თავის ვრცელ სტატიაში დეტალურად განიხილავს „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას როლს, ასევე აღნიშნავს მის ძლიერ მხარეებს და იმ ასპექტებს, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა დროთა განმავლობაში უნდა დახვეწოს. ასევე, ჟურნალისტი ხვიჩას დიეგო მარადონასაც ადარებს და არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სეზონში ის სკუდეტოს გზაზე კლუბის მთავარი შთამაგონებელი გახდეს.

რა წერია სტატიაში:

როდესაც იანვარში დადასტურდა, რომ ლორენცო ინსინიე ზაფხულში MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ გადავიდოდა, „ნაპოლიმ“ ახალი მარცხენა გარემარბისთვის დაიწყო ნადირობა. ინსინიე ამ ადგილზე სამი საუკეთესო წლის განმავლობაში თამაშობდა და ის გუნდის ლიდერი იყო. შესაბამისად, კლუბისთვის მისი წასვლა უდიდესი დარტყმა გახდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ამ პოზიციაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა მოეძებნათ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინში“ ყოფნის პერიოდში უამრავი თაყვანისმცემლის გული მოიგო, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე ფსონის გასაკეთებლად ძალიან ცოტა გუნდი აღმოჩნდა მზად. შესაძლოა რუსეთის ჩემპიონატში თამაშის გამო შესაბამისი გამოცდილების არქონა აფერხებდა მის მიმართ ინტერესს, საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნებით კი კვარაცხელია კიდევ ბევრი კლუბის რადარიდან ჩამოვარდა.

რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ უცხოელმა ფეხბურთელებმა კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მიიღეს, რის გამოც კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კი ნამდვილად შესანიშნავი იყო. 11 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი „ნაპოლიში“ გადავიდა, დაახლოებით 10-12 მილიონ ევროდ, რის შედეგადაც ის საქართველოს ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა.

ყოველი გასული კვირა ამტკიცებს, რომ მისი საფასური მოპარულად გამოიყურება. კვარაცხელიამ „ნაპოლიზე“ განსაცვიფრებელი გავლენა მოახდინა და გააუქმა ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ მას იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია გაუჭირდებოდა. მან სწრაფად მოიგო „პარტენოპეის“ გულები და ზედმეტსახელიც კი მოიპოვა - „კვარადონა“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მან უსწრაფესად გახდა გულშემატკივართა ფავორიტი „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“.

გაიმეორებს, თუ არა „კვარადონა“ მარადონას, რომ დასრულდეს „ნაპოლის“ ხანგრძლივი ლოდინი სკუდეტოს მოსაპოვებლად?

„სპეციასთან“ რასპადორის დაგვიანებულმა გოლმა „ნაპოლის“ სეზონის დაუმარცხებელი სტარტი შეუნარჩუნა. კვარაცხელიამ თავის გარშემო შექმნილ ზეწოლას კიდევ ერთხელ გაუძლო და მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა. WhoScored-ის შეფასებით, ის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის რეიტინგში ჯერჯერობით მე-7 ფეხბურთელია (შეფასება 7.35). მასზე მეტი გოლი მხოლოდ მარკო არნაუტოვიჩს აქვს გატანილი (6). იგი გუნდს „ლაციოსთან“ გამარჯვებაშიც დაეხმარა. სწორედ მისი გასროლით მოიგო „ნაპოლიმ“ მიმდინარე თვის დასაწყისში რომაულ კლუბთან.

განვითარებისთვის, ის „ნაპოლიზე“ სწორ ადგილზე ვერ მოხვდებოდა. ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით, ის უკვე სარგებლობს ნეაპოლელი გულშემატკივრების თაყვანისცემით. არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის უდიდესი როლი მიუძღვის მოჰამედ სალაჰის გლობალურ სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბებაში. იტალიელი სპეციალისტი უკვე კვარაცხელიაზეც მსგავს გავლენას ახდენს, რადგან ქართველი სერია A-ში ნათებას აგრძელებს.

თუმცა, ამავდროულად სიფრთხილეც არის საჭირო. როგორც რამდენიმე დღის წინ სპალეტიმ აღნიშნა, მასზე ჯერ კიდევ დიდი ზეწოლა ხორციელდება. ამასთან, ლუჩიანომ განაცხადა, რომ კვარაცხელიას თამაშში კიდევ ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი. მაგალითად: 8 განხორციელებული დრიბლინგით ის სერია A-ს 20 საუკეთესო შორისაა, მაგრამ ამავდროულად პირველია წარუმატებელი დრიბლინგების (22) სიაში.

ასევე, 90 წუთში საშუალოდ 2 საკვანძო პასი ძალიან ცუდი მაჩვენებელია, თუმცა ამ ორიდან შეიძლება 1 საგოლე გადაცემად აქციოს. კვარაცხელიას შეუძლია პოზიციების კარგად შერჩევა, ამასთან, აქვს უნარი იცოდეს, როდის არის საუკეთესო დრო ფეხბურთელის მოსატყუებლად, ბურთის დასარტყმელად და დაცვაში დასახმარებლად.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვარაცხელია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ქართველ ვარსკვლავს აქვს დიდი დრო, რომ თამაში სათანადოდ დახვეწოს და დროთა განმავლობაში უფრო კარგად გაიგებს, როდის არის საუკეთესო დრო ბურთის თანაგუნდელზე გადაცემის, ვიდრე მოწინააღმდეგის მოტყუების. თუმცა, ამ დროისთვის კვარაცხელია არის გარემარბი, რომელიც ტკბება იტალიური ცხოვრების დაწყებით და მასთან ერთად „ნაპოლი“ ცდილობს მოიპოვოს პირველი სკუდეტო 1990 წლის შემდეგ, როდესაც მარადონამ შთააგონა „პარტენოპეი“ წარმატებაში. „ნაპოლის“ ფანები ლოცულობენ, რომ „კვარადონამაც“ იგივე გავლენა მოახდინოს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის კლუბი მომდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაშკაშებს და ქომაგებს ჟრუანტელს ჰგვრის“ - ევროპული მედია ხვიჩაზე
„კაშკაშებს და ქომაგებს ჟრუანტელს ჰგვრის“ - ევროპული მედია ხვიჩაზე