ლივერპული, ნაპოლი, იურგენ კლოპი
Aa
Aa

“ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ“ - კლოპი ნაპოლისთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და „პარტენოპეის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რა თქვა კლოპმა?

„“ნაპოლის“ შეჩერება რთული იყო, ასახსნელად კი ყველაფერი ადვილია. ჩვენ მატჩი 2 პენალტით დავიწყეთ. უპირველეს ყოვლისა, ნაპოლიმ მართლაც კარგი თამაში ჩაატარა, ჩვენ კი არა. ეს არის დამარცხების პირველი ახსნა. როდესაც შენს კარში ორი პენალტი ინიშნება რთულია. ერთი არ გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ, ორი გოლი მივიღეთ. ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა.

ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ. ვერც დაცვაში ვითამაშეთ და ვერც შეტევაში. ტიაგოს გამოსვლამდე ერთი გააზრებული კომბინაცია არ გაგვიკეთებია. ასეთი თამაშის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთელები მოედანზე მჭიდროდ შეკავშირებულები არ იყვნენ. საბოლოოდ ყველაფერზე პასუხი მაინც არ მაქვს. რთულია შეგუება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

ცუდი ტაიმი ადრეც გვითამაშია, მაგრამ სამ გოლს არ ვუშვებთ ხოლმე. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ამ სტადიონზე რაღაც განსხვავებული ხდება, ვერასდროს ვიგებ. სასაცილო იცით რა არის? შემდეგ კვირაში ისევ ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ „ვულვზს“ ვუპირისპირდებით. ახლა ალბათ ისინი სიცილით სკდებიან და ხვდებიან, თუ როგორი დაღლილები ვიქნებით.

გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ფეხბურთში გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ახლა ეს ყველაზე რთულია. ყველა ხედავს, რომ კარგად ვერ ვთამაშობთ. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი საქმე და პასუხისმგელობაა. მჭირდება დრომ, რომ ვიფიქრო. რამდენიმე რამ ნამდვილად აშკარაა. ახლა ჩვენ განტვირთვა და მშვიდი მგზავრობა გვჭირდება."

ხვიჩას ყველა მომენტი "ლივერპულთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას დიდებული მატჩი - ნაპოლიმ ლივერპული გაანადგურა
ხვიჩას დიდებული მატჩი - ნაპოლიმ ლივერპული გაანადგურა