ლივერპული, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო, გარი ლინეკერი
Aa
Aa

გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და „პარტენოპეის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველი ფეხბურთელის ასეთ თამაშს გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურნენ.

რას წერს ლინეკერი?

„“ნაპოლის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. შაბათ-კვირას ის „ლაციოს“ წინააღმდეგ ვნახე და შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა.“

რას წერს ფაბრიციო რომანო?

„საინტერესოა აღინიშნოს, რომ „ნაპოლიმ“ ამ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა.“

კვარაცხელიას ყველა მომენტი „ლივერპულთან“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მონტენეგროსთან - საქართველო ევრობასკეტს დაემშვიდობა
მარცხი მონტენეგროსთან - საქართველო ევრობასკეტს დაემშვიდობა