შოთა არველაძე, ჰალ სიტი, ქუინს პარკ რეინჯერსი
Aa
Aa

უშანსოდ - არველაძის ჰალ სიტი ქუინს პარკთან დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მეშვიდე ტურში „ჰალ სიტი“ „ქუინს პარკ რეინჯერსს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. შეიძლება ითქვას, შოთა არველაძის გუნდმა აღნიშნული დაპირისპირება პირწმინდად ჩააგდო.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა, მაგრამ გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. ანგარიში მე-10 წუთზე ჩეარმა გახსნა, რასაც ზუსტად 5 წუთში ლეირდის გოლი მოყვა. მატჩის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, „ქუინს პარკის“ უპირატესობა უკვე საკმაოდ მკაფიო იყო.

მაიკლ ბეილის შეგირდები არ ჩერდებოდნენ და შეხვედრის მე-40 წუთზე ვილოკმა 3:0 დააფიქსირა. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა, თუმცა „ქუინს პარკი“ ისე მწვავედ აღარ უტევდა.

არველაძის გუნდმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. 85-ე წუთზე თავი სმიტმა გამოიჩნა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „ჰალ სიტის“ 11 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა. მომავალ მატჩს ქართველი სპეციალისტის გუნდი საკუთარ კედლებში „შეფილდის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 4 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ როდეზთან გაიბრწყინა
დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ როდეზთან გაიბრწყინა