რომა, ანდრეა ბელოტი
Aa
Aa

ოფიციალურად: ბელოტი რომას ფეხბურთლია

28 წლის იტალიელი თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია რომაულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიელი ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მხარეება ხელშეკრულების პირობებში კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბელოტი უკანასკნელი 7 სეზონის განმავლობაში „ტორინოს“ ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე, ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 251 მატჩში 113 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

იტალიის ნაკრებთან ერთად 28 წლის ფეხბურთელმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები