შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

“კმაყოფილი ვარ“ - არველაძე ქოვენთრის დამარცხების შემდეგ

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „ჰალ სიტიმ“ „ქოვენთრის“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ესტუპინიანი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

შეხვედრის შემდეგ, ინგლისური კლუბის ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არველაძემ?

„კარგი ხარისხის მქონე თავდამსხმელს თავისი თვისებები აქვს. ჩემს ფეხბურთელებს ესმით, რომ ბურთი ხშირად უნდა ჰქონდეთ და დღევანდელ მატჩში ეს გამოგვივიდა. ესტუპინიანი „ჰალისთვის“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის გამუდმებით რთული ბურთებისთვის იბრძვის. არ კარგავს და დასწრებაზე ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი გოლებით არაერთ ქულას ვაგროვებთ.

ესტუპინიანის ბომბარდირობა? ამას ესპანეთში „პიჩიჩის“ ეძახიან. გამორიცხული არაფერია, რადგან ის გამუდმებით გოლის გასატანად იბრძვის. მისი საჯარიმოში ყოფნა ცენტრალურ მცველებს ერთმანეთს აშორებს და აბნევს. შესანიშნავი დარტყმა აქვს და ზოგადად მისი ყველა თვისება მომწონს. საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში, შოთა არველაძის შეგირდები სტუმრად „ქუინს პარკის“ წინააღმდეგ ითამაშებენ. აღნიშნული დაპირისპირება 30 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ - ზუროსი იტალიასთან მარცხის შემდეგ
“რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ - ზუროსი იტალიასთან მარცხის შემდეგ