ლუკა ლოჩოშვილი, ნიკოლო ძანიოლო
Aa
Aa

,,ლოჩოშვილმა სუფთად ითამაშა“ - იტალიაში ეპიზოდი განიხილეს

სერია ა-ს მეორე ტურში ''სტადიო ოლიმპიკოზე'' ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა, ''კრემონეზეს'' ქართველმა მცველმა თავი კარგად წარმოაჩინა, ერთ ეპიზოდში ძანიოლოს წინააღმდეგ ბრწყინვალე ვარდნა შეასრულა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ ძანიოლომ მინდორი დატოვა, თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ მხარი ამოუვარდა და იტალიელი 3-4 კვირას გამოტოვებს, თუმცა მისთვის ტრავმა ლოჩოშვილს არ მიუყენებია.

ამ ეპიზოდს იტალიაში დიდი განხილვა მოჰყვა. აღსანიშნავია, ყოფილი არბიტრისა და ამჟამად RAI-ს კომენტატორის, ტიციანო პიერის მოსაზრება. მისი თქმით, ლოჩოშვილმა სუფთად იმოქმედა

''ქართველმა ორთაბრძოლაში ძალიან სუფთად იმოქმედა: მთავარმა მსაჯმა ლუკა მასიმიმ და VAR-მა ფაბრიმ ძალიან კარგად დაინახეს, ძანიოლოს წინააღმდეგ თამაშის წესი არ დარღვეულა, მაგრამ ძანიოლო უმალ ცუდად დაეცა''.

ლუკა ლოჩოშვილმა Instagram-ის Story-ში ძანიოლო მონიშნა და მას სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

The Athletic UK-ის ჟურნალისტი ჯეიმს ჰორნკასტლი, რომელიც სერია ა-ს მიმომხილველია, ლოჩოშვილის სადებიუტო თამაშს გამოეხმაურა. 

,,ის იმდენად დიდი მღელვარებას არ გამოიწვევს, როგორც ეს მისი თანამემამულის შემთხვევაშია (იგულისხმება ხვიჩა კვარაცხელია), მაგრამ ლოჩოშვილმა შთამბეჭდავად ითამაშა. ,,კრემონეზეს'' ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს, თუმცა შემადგენლობის დაკომპლექტებით ''მონცაზე'' გაცილებით საინტერესო გუნდია. ''კრემონეზემ'' ''რომასთან'' მატჩში გოლი დაიმსახურა''.

სერია ა-ს მესამე ტურში ''კრემონეზე'' ''ტორინოს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 27 აგვისტოს, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ამომავალი ვარსკვლავია“ - ლუჩანო მოჯიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის ამომავალი ვარსკვლავია“ - ლუჩანო მოჯიმ ხვიჩაზე ისაუბრა