გიორგი ქინქლაძე
Aa
Aa

ქინქლაძე აიაქსში - ნიდერლანდური კარიერის უცნობი კადრები

ნიდერლანდურმა Nos Voetbal-მა გიორგი ქინქლაძის კარიერის ის ეტაპი გაიხსენა, როცა ''მან. სიტიდან'' ამსტერდამის ''აიაქსში'' გადავიდა, თუმცა მისი ამსტერდამული კარიერა წარუმატებელი გამოვიდა. ვიდეოში რამდენიმე უცნობი კადრია, მათ შორის ქინქლაძის წარდგენის და თამაშის მომენტები. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ ''ქინქიმ'' კარიერის საუკეთესო წლები ''მან. სიტიში'' გაატარა და კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

 

ქინქლაძის კარიერა ''არსენალში'' არ შედგა, რადგან მისთვის პრიორიტეტი ''ათიანზე'' თამაში იყო, მაგრამ გუნდში იარი ლიტმანენის დარჩენის გამო მორტენ ოლსენმა ქინქლაძის მარცხენა ფლანგზე თამაში გადაწყვიტა, რაც ქართველი ფეხბურთელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ''ქინქის'' კარიერა იმ გუნდში არ შედგა, სადაც შოთა არველაძე ბრწყინავდა.

აღსანიშნავია, რომ 1998 წლის აგვისტოში ''აიაქსმა'' ქინქლაძის ტრანსფერში 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც იმ პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხა იყო.

2020 წელს, გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას, ქინქლაძემ ''აიაქსში'' გატარებულ პერიოდზე განაცხადა:

''როცა ''აიაქსში'' ჩავედი, მორტენ ოლსენს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ლიტმანენი ''ბარსელონაში'' მიდიოდა და ჩემს პოზიციაზე უნდა მეთამაშა, მაგრამ ლიტმანენი არ წავიდა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე ვიდარდებ და მისით გავიხარებ“ - კანჩელსკისმა ხვიჩაზე ისაუბრა
„მასზე ვიდარდებ და მისით გავიხარებ“ - კანჩელსკისმა ხვიჩაზე ისაუბრა