კაზემირო
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: „ყველაფერი შეთანხმებულია, კაზემიროს ტრანსფერი გადაწყვეტილია“

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიზანს მიაღწია და მადრიდის „რეალი“ დაიყოლია. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

„რეალი მიღებული წინადადების ყველა დეტალს დათანხმდა. კლუბები ამ წუთებში კონტრაქტებს ამზადებენ. მანჩესტერი 60 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების გათვალისწინებით, თანხა 70 მილიონამდე გაიზრდება. კაზემიროს იუნაიტედთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს და 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. სამედიცინო შემოწმება და ვიზასთან დაკავშირებული საკითხები ამ უქმეებზე მოგვარდება“, - წერს რომანო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, კაზემიროზე კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა და განაცხადა: „მას კარიერაში ახალი გამოწვევა სურს და მისი გადაწყვეტილება გვესმის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მან მადრიდის რეალის დატოვება გადაწყვიტა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,არ ვარ სკამზე ჩაბღაუჭებული“ - ფიფიამ ბევრ თემაზე ისაუბრა
,,არ ვარ სკამზე ჩაბღაუჭებული“ - ფიფიამ ბევრ თემაზე ისაუბრა