გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე

დენის შეფერი, რომელიც 2016-18 წლებში ''მეცის'' აკადემიის მენეჯერი იყო, ახლა კი კლუბის ერთ-ერთი მმართველია, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს. შეფერი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ქართველი ფორვარდი კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა. მისი თქმით, მიქაუტაძეს თანამედროვე სტილის ფორვარდისთვის საჭირო თვისებები არ ჰქონდა, თუმცა ნებისმიერ ვითარებაში გოლის გატანისთვის შესაბამის პოზიციას პოულობდა.

დენის შეფერის კომენტარს Sofoot-ი ავრცელებს:

''სიმართლეა, რომ მას არ ჰქონდა თანამედროვე ტიპის ფორვარდისთვის შესაბამისი ფიზიკური თვისებები, ის არ იყო მაღალი, არც ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ მას ჰქონდა უნარი, რომ ყველანაირ ვითარებაში ის პოზიცია ეპოვნა, საიდანაც გოლს შეაგდებდა. ის გოლზე ორიენტირებული ბიჭი იყო, ვინც ყოველთვის ახერხებდა კარგად გადაადგილებას, ეს არის რატომაც მისი თამაში მხიბლავდა''.

მიქაუტაძე ''მეცის'' აკადემიაში 2016-18 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, გასული ორი სეზონი იჯარით ''სერენში'' გაატარა, მიმდინარე ზაფხულში ''მეცის'' რიგებში დაბრუნდა და ლიგა 2-ის 3 მატჩში 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-3 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, „მეცის“ ქომაგებმა კი, რომლებსაც „ტვიტერის“ გვერდი, Culture Grenat-ი წარმოადგენს, ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, მიქაუტაძემ ხმათა 79 პროცენტი მიიღო.

Dazn-ის ჟურნალისტის, ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, არის შანსი, ლუკა ლოჩოშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას გიორგი მიქაუტაძე შეუერთდეს, რომელიც ამჟამად, „მეცის“ რიგებში ირიცხება. აკომანდოს ცნობით, მიქაუტაძე „ლეჩესა“ და „ტორინოს“ შესთავაზეს. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალების შესახებ არაფერი იწერება, მაგრამ Dazn-ის ჟურნალისტი დასძენს, რომ მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე „გალათასარაისაც“ დაუკავშირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ნიშნები ძალიან პოზიტიურია“ - იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე
,,ნიშნები ძალიან პოზიტიურია“ - იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე