კილიან მბაპე, ტიტე
Aa
Aa

ტიტეს პასუხი მბაპეს: ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი, რომ ვეთამაშოთ

კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გაცილებით მარტივია, ვიდრე ევროპელებისთვის. 23 წლის ფრანგი ამბობს, რომ ბოლო 4 მუნდიალია ევროპული ნაკრებები დომინირებენ და ეს შემთხვევითი არ არის.

„არგენტინას და ბრაზილიას არ აქვთ ისეთი დონის კონკურენცია, როგორიც ევროპაშია. იქ ფეხბურთი ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ჩვენთან. ამიტომ მუნდიალის ბოლო გამარჯვებულები ევროპული ნაკრებები არიან“.

- ამბობს მბაპე.

მბაპეს ამ განცხადებას ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე გამოეხმაურა, რომელიც საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობდა.

ლაუტარო მარტინესის შემდეგ, მბაპეს კრიტიკას არც ტიტე მოერიდა:

„შესაძლოა მბაპე საუბრობს ერთა ლიგის მატჩებზე ან ამხანაგურ შეხვედრებზე, მაგრამ არა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე. ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი, რომ ვეთამაშოთ. ჩვენ არ გვყავს არავინ, ვინც დასვენების საშუალებას მოგვცემს.

ჩვენთან შესარჩევის შეხვედრები გაცილებით მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ევროპაში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები“.

- განუცხადა ტიტემ ESPN Brazil-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი კიკვაძე - ქართველი ფეხბურთელი ბეტისის აკადემიაში ივარჯიშებს
გიორგი კიკვაძე - ქართველი ფეხბურთელი ბეტისის აკადემიაში ივარჯიშებს