ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: ლივერპულთან მაგუაიერი სათადარიგოთა სკამზე დარჩება

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი „წითელი ეშმაკებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათ პირველი ორი თამაშიდან ორივე წააგეს.

აშკარაა, რომ „იუნაიტედში“ პრობლემებია და ეს პრობლემები ყველაზე მეტად დაცვის ხაზში იჩენს თავს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგი ცენტრალურ დაცვაში ცვლილებას გეგმავს და გუნდის კაპიტანს ჰარი მაგუაიერს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს. ძირითად შემადგენლობაში კი ლისანდრო მარტინესი და რაფაელ ვარანი ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერის“ ორივე წაგებულ მატჩში, სასტარტო თერთმეტეულში მაგუაიერი მარტინესის ცენტრი ვიხილეთ და ამან აშკარად არ გაამართლა. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდელი სპეციალისტი ცვლილებებს გეგმავს.

გამოცემა Manchester Evening News-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ გასახდელში ფიქრობენ, რომ ერიკ ტენ ჰაგის მიდგომა დაცვის ხაზთან დაკავშირებით, ფეხბურთელების კვალიფიკაციას არ შეესაბამება და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.

ერთი რამ ნათელია - კლუბში პრობლემებია და აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურდა და რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას ერთდროულად გეგმავს. ყველაზე მეტი კი კაზემიროზე და სერჟინიო დესტზე იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მადრიდშია - მიზანი კაზემიროს გადაბირებაა
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მადრიდშია - მიზანი კაზემიროს გადაბირებაა