გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე სერია A-ში? - გიორგის ტრანსფერი 3 კლუბს შესთავაზეს

სერია A-ში შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ. Dazn-ის ჟურნალისტის, ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, არის შანსი, ლუკა ლოჩოშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას გიორგი მიქაუტაძე შეუერთდეს, რომელიც ამჟამად, „მეცის“ რიგებში ირიცხება.

აკომანდოს ცნობით, მიქაუტაძე „ლეჩესა“ და „ტორინოს“ შესთავაზეს. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალების შესახებ არაფერი იწერება, მაგრამ Dazn-ის ჟურნალისტი დასძენს, რომ მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე „გალათასარაისაც“ დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და „მეცის“ ერთ-ერთი ლიდერია. 2022-23 წლების ლიგა 2-ში, მან მონაწილეობა 3 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 2 გოლი და საგოლე პასია. გიორგის კარგი თამაში დაუფასდა და იგი მე-3 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ცნობისთვის, გასული ორი სეზონი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა. მისი გოლებით „სერენი“ უმაღლეს ლიგაში აღზევდა, 2021-22 წლების გათამაშებაში კი ქართველი ფორვარდის გოლით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 21 წლის შემტევმა „სერენის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 57 მატჩში 36 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“ - სლუცკიმ ხვიჩას დებიუტზე ისაუბრა
„მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“ - სლუცკიმ ხვიჩას დებიუტზე ისაუბრა