ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“ - Tuttonapoli ხვიჩაზე წერს

„დიდი ტყუილი კვარაცხელიაზე“, - ამ სათაურით ვხვდებით სტატიას იტალიურ სპორტულ ვებგვერდზე, Tuttonapoli-ზე. მისი ავტორი ქართველი ფეხბურთელის სადებიუტო შეხვედრას ეხმაურება და დილემაზე წერს, რომელიც „კვარას“ ასპარეზობის შემდეგ, „პარტენოპეის“ გაუჩნდა.

„ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება რეალობის ინდიკატორი არაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მასზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. ვერონასთან გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა, რომ შესანიშნავი ხარისხის მოთამაშეა და 10 მილიონზე გაცილებით მეტი ღირს.

ბრავო ჯუნტოლის ასეთი სუპერ ტრანსფერი რომ გაჩარხა და შეიძინა ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გოლით, საგოლე გადაცემითა და თამაშით სიამოვნება ყველას მიანიჭა. ხვიჩას სატრანსფერო ფასი უბრალო „ტყუილია“ და ის რასპადორისთან მიმართებით, სერიოზულ დილემას აჩენს. თუ ხვიჩას ღირებულება 10 მილიონია, ნუთუ სასუოლოს თავდამსხმელი ქართველზე 3-ჯერ ძვირი ღირს? პასუხი ნათელია! რა თქმა უნდა, არა“!

შეგახსენებთ, რომ „ვერონას" წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონტოლივო: „ნაპოლისთვის ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია“
მონტოლივო: „ნაპოლისთვის ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია“