ფუენლაბრადა
Aa
Aa

17 წლის ფორვარდი ესპანეთში ითამაშებს: „დაინტერესება სერიოზული უნდა იყოს“

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი და დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი, 17 წლის ფორვარდი, გიორგი ფარცვანია ესპანეთში, სეგუნდა დივიზიონის ფუენლაბრადაში ითამაშებს. გასული კვირების განმავლობაში ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ესპანეთიდან იყო, საბოლოოდ, გადაწყვეტილება საუკეთესო არჩევანზე შეჩერდა.

ესპანეთში ფარცვანიას ტრანსფერზე საქართველოში ვილიარელია აკადემიის ხელმძღვანელებმა: გიორგი შანიძემ და გიორგი ადეიშვილმა იმუშავეს. ტრანსფერზე სწორედ ერთ-ერთი აგენტი თავად გვესაუბრა.

გიორგი შანიძე:

,,ფუენლაბრადადან მოწვევა უკვე მოგვივიდა. გასული კვირების განმავლობაში მოლაპარაკებები რამოდენიმე გუნდთან მიდიოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ არსებული ვარიანტებიდან საუკეთესო შევარჩიეთ.

სავარაუდოდ, გიორგი სინჯებზე ფუენლაბრადას მეორე გუნდთან ერთად იქნება, თუმცა ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრიდან გამომდინარე დაინტერესება სერიოზული უნდა იყოს".

გიორგი ფარცვანია ფუენლაბრადას 20 აგვისტოდან შეუერთდება და მომდევნო 1 თვის განმავლობაში ესპანური გუნდის მხრიდან დაკვირვების ქვეშ იქნება.

სხვათაშორის, აღნიშნულ გუნდში ზინედინ ზიდანის შვილი, ენცო ზიდანი თამაშობს. კლუბი 1975 წელს დაარსდა, მისი საშინაო არენა კი გამორჩეული ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის სახელს ატარებს, რომელიც სწორედ ამ ქალაქში დაიბადა. სტადიონი 2011 წელს აშენდა და 2017 წლის 1 სექტემბერს, ატლეტიკოს წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში გაიხსნა.

სტადიონი, რომელის ინტერიერიც ლურჯშია გადაწყვეტილი, 5, 400 გულშემატკივარს იტევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრის გახარება ჩვენ შეგვეძლო
,,ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრის გახარება ჩვენ შეგვეძლო" - რა ითქვა პრესკონფერენციაზე