ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

შესაძლოა, სასამართლო დაიწყოს - ბარსა ფრენკი დე იონგის კონტრაქტის ანულირებას აპირებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მომავალთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი. რამდენიმე წუთის წინ, The Athletic-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ „ბლაუგრანას“ მისი კონტრაქტის ანულირება სურს.

კატალონიელთა მესვეურებმა ფეხბურთელებს შეატყობინეს, რომ მისი მოქმედი ხელშეკრულების გაუქმებას აპირებენ. მათი აზრით, „ბარსას“ წინა ხელმძღვანელებმა კანონი არ დაიცვეს, როცა დე იონგთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს და სურთ, ნიდერლანდელმა ის პირობები მიიღოს, რომლებიც წინა ხელშეკრულებით ჰქონდა.

„ბარსელონაში თვლიან, რომ მათმა წინამორბედებმა კანონი დაარღვიეს, როცა დე იონგთან კონტრაქტი ასეთი პირობებით გააფორმეს. 15 ივლისს, ბარსამ ფრენკის წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ დარღვევები აღმოაჩინა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც 2020 წლის 20 ოქტომბერს, მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ბარსამ დასძინა, რომ მზადაა, სასამართლოს მიმართოს, რათა გაარკვიოს რა გარემოებებში მოხდა ხელშეკრულების დადება. კატალონიურ კლუბს სურს, დე იონგის ამჟამინდელი კონტრაქტის ანულირება მოახდინოს და ისე გააკეთოს, რომ ფეხბურთელმა 2019 წელს დადებული ხელშეკრულების პირობებით განაგრძოს ასპარეზობა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, ბრიტანული კლუბები დე იონგისთვის აქტიურად იბრძვიან. მთავარი ფავორიტები „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ არიან და Sport-ს თუ დავუჯერებთ, ფრენკიმ თავის ახლობლებს უთხრა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლას ლონდონში თამაში ურჩევნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა