გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa
7 აგვისტო 2022  |  17:15

მარცხი მეოთხედფინალში - ბეჟანიშვილის 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი

კანადის საკალათბურთო ჩემპიონატის (CEBL) 1/4-ფინალში ''გუელფ ნაითჰოუკსი'' ''ნიაგარა რივერსთან'' 21-ქულიანი სხვაობით, 99:78 დამარცხდა. 

''ნაითჰოუკსის'' ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა პარკეტზე 31:24 წუთი გაატარა. მის აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი ''დენვერ ნაგეთსის'' სარეზერვო გუნდში, ''რაპიდს გოლდსში'' თამაშობდა, თუმცა ''დენვერის'' საზაფხული ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, რის შემდეგაც ''ნაითჰოუკსთან'' კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

ამ ეტაპზე უცნობია, ბეჟანიშვილი სად გააგრძელებს კარიერას. შესაძლოა, ''დენვერში'' დაბრუნდეს და NBA-ს G ლიგაში ითამაშოს. მისი კანადური სეზონი დასრულდა, საერთო ჯამში რვა მატჩი ჩაატარა, ორმაგი დუბლი ორჯერ შეასრულა, საშუალოდ მის აქტივში 14,3 ქულა და 6,3 მოხსნა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები