ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

„ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ“ - აზაროვი დინამო ბათუმს დაემშვიდობა

ირაკლი აზაროვი „დინამო ბათუმს“ დაემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აჭარულ კლუბსა და მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის დინამოს. ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ. გვქონდა, როგორც კარგი, ასევე, ცუდი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასდროს არ ვიხევდით უკან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირატებს. თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას!“

View this post on Instagram

A post shared by Irakli Azarov (@azarr.16)

შეგახსენებთ, რომ აზაროვი კარიერას „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელებს და ბელგრადული კლუბი აზაროვის სანაცვლოდ 300 000 ევროს გადაიხდის. ამასთან, მისი გასხვისების შემთხვევაში, „ცრვენა ზვეზდას“ მოუწევს, მიღებული თანხის 20 პროცენტი „დინამო ბათუმს“ გადასცეს.

ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ბოლო წლებში კი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა. გია გეგუჩაძის გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 65 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“
ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“