ჩელსი, ასტონ ვილა
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა - ჩუკვუემეკა ჩელსიში ითამაშებს

მას შემდეგ, რაც „ჩელსიში“ ტოდ ბოელი დაინიშნა, „არისტოკრატები“ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან. ლონდონელებმა უკვე რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი დაიმატეს.

ტომას ტუხელს რაფინია და კუნდეც უნდოდა, მაგრამ ორივე ფეხბურთელი „ბარსელონაში“ გადავიდა. გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ მის გუნდს ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდება.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ჩელსის“ „ასტონ ვილადან“ ქარნი ჩუკვუემეკა შეუერთდა. „არისტოკრატების“ ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ 18 წლის ავსტრიელი დღეს ღამით ჩაფრინდება ლონდონში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდა ტალანტი 15 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჩუკვუემეკა „ასტონ ვილაში“

18 წლის ნახევარმცველი ბირმინგემული კლუბის აღზრდილი გახლავთ. მთავარ გუნდში კი 2021 წლიდან გამოდის. 2021 წლიდან დღემდე, ჩუკვუემეკამ „ასტონ ვილას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 16-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ
ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ