იუვენტუსი
Aa
Aa

3 ერთმანეთზე ცუდი ვარიანტი - პოგბა ტრავმის გამო მძიმე სიტუაციაშია

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოლ პოგბამ მარჯვენა მუხლის მენისკი დაიზიანა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ლოს-ანჯელესის წინააღმდეგ მიიღო. იტალიურმა გამოცემებმა დაწერს, რომ იუვეს ახალ ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდებოდა.

Football Italia-ს მიხედვით, პოგბამ საფრანგეთში კონსულტაცია გაიარა და არსებობს სამი ვარიანტი, რომლის საშუალებითაც პოლმა ტრავმა უნდა მოიშუშოს.

პირველი ვარიანტი, რომელიც სავარაუდოდ გახლავთ თერაპიულ მკურნალობას მოიცავს. ამ მეთოდს პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიმართავდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო და ტრავმის რეციდივის რისკს შეიცავს.

ყველაზე ხელსაყრელი მუხლიდან მენისკის ამოღებაა, რომელიც 2-თვიანი სარეაბილიტაციო კურსს მოითხოვს, მაგრამ არის რისკი, რომლის თანახმადაც შესაძლოა მუხლი უფრო მეტად დაზიანდეს.

რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაგლეჯილი მენისკის გაკერვა ყველაზე საიმედო პროცედურაა, თუმცა შესაძლოა პოგბამ 5 თვე გამოტოვოს და ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავროს. არჩევანი ახლა ფეხბურთელზე და კლუბზეა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის გამარჯვებულის შემცვლელს იუვე უკვე ეძებს. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუკავშირდა და საულ ნიგესის ტრანსფერის განსახორციელებლად მოლაპარაკება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაია ბრუნდება - თამაშისთვის მზად 2-3 კვირაში იქნება
ქვილითაია ბრუნდება - თამაშისთვის მზად 2-3 კვირაში იქნება