კოენტრაო მომავალ სეზონს "სპორტინგში" გაატარებს
პორტუგალიელი განაპირა მცველი ფაბიო კოენტრაო სამშობლოში დაბრუნდა და 1 წლიანი იჯარით ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა.
მხარეებმა აღნიშნული გარიგება გუშინ ღამით ოფიციალურად დაადასტურეს და საკუთარ „ტვიტერზე“ „ჟოზე ალვალადეზე“ გადაღებული ფოტო თავად კოენტრაომაც გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ კოენტრაოს ხელფასის დიდ ნაწილს მისი მფლობელი კლუბი „რეალი“ დაფარავს.
ფაბიო კოენტრაო „რეალში“ 2011 წელს „სპორტინგის“ უპრინციპულეს მეტოქე „ბენფიკადან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.