კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: რონალდუ? ჩვენ ლევანდოვსკი გვინდოდა

ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა „ბარსელონასა“ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო მოლაპარაკებებზე, რომლის შესახებაც პრესა აქტირუად წერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი „ბარსას“ შესთავაზა, თუმცა კატალონიელებს სხვა გეგმები ჰქონდათ.

- მართალია, რომ სანამ რობერტ ლევანდოვსკის გაიფორმებდით, კრიშტიანუ რონალდუ შემოგთავაზეს?

„ასეთი ისტორიები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ნაწილია. ყოველთვის ბევრი სიახლეა. მაგრამ საბოლოოდ, სიმართლე ის არის, რომ ჩვენ გვინდოდა ლევანდოვსკი.

ჟორჟე მენდეშთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ის ერთ-ერთი საუკეთესო აგენტია. მან იცის როგორ გააკეთოს თავისი საქმე და მე მას პატივს ვცემ.

ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ აგვერჩია ლევანდოვსკი და ვიცოდით, რომ ის გადამწყვეტი იქნებოდა ჩვენი წარმატებისთვის. ასე რომ, ჩვენ მივმართეთ ბაიერნს. ასეთია რეალობა. კიდევ ერთი თემა - რონალდუს შესახებ. ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია, მაგრამ მასზე ყოველთვის ბევრ ურთიერთგამომრიცხავ სიახლეს გაიგებთ“.

- ოდესმე გიფიქრიათ რონალდუზე?

„ჩვენ გვყავს ლევანდოვსკი. ის იყო ჩვენი მთავარი სამიზნე და მირჩევნია მეტი კომენტარი არ გავაკეთო“.

- გაგიკვირდათ, რომ რონალდუ ახალ კლუბს ვერ პოულობს?

„რონალდუ ძალიან დიდი პროფესიონალია და ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია. ის ძალიან ამბიციური და კონკურენტუნარიანი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ მას უამრავი ვარიანტი აქვს.

ის ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეა, გამორჩეული კლუბი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მისი მომავალი ჩემი საქმე არ არის. ეს მანჩესტერ იუნაიტედის და კრიშტიანუს საქმეა",

- განაცხადა „ბარსელონას" პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბაიერნს ვურჩევ ანგარიში შეამოწმოს... მესიმ კარიერა ბარსაში უნდა დაასრულოს“
„ბაიერნს ვურჩევ ანგარიში შეამოწმოს... მესიმ კარიერა ბარსაში უნდა დაასრულოს“