კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ მანჩესტერის ბაზაზე მივიდა - მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

დღეს, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებულ ვითარებას ნათელი მოეფინოს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერში ჩავიდა და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

Sky Sports-ის ცნობით, რონალდუ თავის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად „მანჩესტერის“ ბაზაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა და ერიკ ტენ ჰაგს უახლოეს საათებში შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებს „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარული სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონიც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ The Athletic-ის ცნობით, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან მიმართებით „ოლდ ტრაფორდელთა“ პოზიცია არ შეცვლილა. ერიკ ტენ ჰაგი გეგმავს, რონალდუს თავისი პროექტი გააცნოს და შეეცდება, დარჩენაზე დაიყოლიოს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. ბრიტანული პრესის მიხედვით, კრიშტიანუს პრიორიტეტი კვლავინდებურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

ამ ეტაპზე, რონალდუს ერთადერთი ვარიანტი „ატლეტიკოა“, თუმცა მადრიდელებს მის გასაფორმებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვთ. იწერება, რომ მიზნის მისაღწევად „როხიბლანკო“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში
„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში