ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კარგი ამბავი ნეაპოლიდან - ხვიჩამ სრული დატვირთვით ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და დღეს, სრული დატვირთვით ივარჯიშა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევი „ბოლონიასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.

რა წერს „ნაპოლი“:

გუნდმა „ბოლონიასთან“ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი ვარჯიში Konami-ის საწვრთნელი ბაზის პირველ მოედანზე ჩაატარა. გუნდმა სავარჯიშო სესია გახურებით დაიწყო, რომელიც ტექნიკურ და ტაქტიკურ ვარჯიშებში გადაიზარდა, სესია კი მცირე მატჩით დაიხურა. მატჩი ჩაატარა.

კვარაცხელია და დენდონკერი ჯგუფს შეუერთდნენ და სრულფასოვნად ივარჯიშეს, რასპადორი კი სათადარიგო მოედანზე პერსონალური პროგრამით ემზადებოდა. ჟიელინსკიმ კვლავ სპორტდარბაზში ივარჯიშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა გასული კვირის პარასკევს, ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც სერია A-ს 35-ე ტურის გამოტოვება მოუწია, რომელშიც „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

გათამაშების 36-ე ტურში ფრანჩესკო კალცონას გუნდის მეტოქე „ბოლონია“ იქნება. მატჩი 11 მაისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება და ხვიჩა კვარაცხელია გუნდს სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები