გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიგა 1-ის ტურის სიმბოლური ნაკრები | მიქაუტაძე, ლაკაზეტი და სხვები

„მეცის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „რენს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა, მიქაუტაძემ კი გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა.

23 წლის მოთამაშის გამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ლიგა 1-მა 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მიქაუტაძის გარდა, საფრანგეთში ბრაის სამბა, კლინტონ მატა, ბაფოდე დიაკიტე, ფაკუნდო მედინა, აინსლი მაიტლანდ-ნაილსი, ტაკუმი მინამინო, ტეჯი სავანიე, საიდ ბენრაჰმა, ალექსანდრ ლაკაზეტი და ედონ ჟეგროვა გამოარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „მეცის“ მაისურით მონაწილეობა ლიგა 1-ის 18 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 12 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. Opta-ს მიხედვით, 2024 წელს, მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც პროცენტულობით, საკუთარი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. წლეულს, მიქაუტაძეს „მეცის“ გოლების 72 პროცენტში (18-დან 13 გოლი) მიუღია მონაწილეობა და მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.

გეტყვით იმასაც, რომ „რენთან“ მატჩის ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, რუდი ბუკემ საკუთარი შეცდომა აღიარა და სადისციპლინო კომიტეტმა გიორგის დისკვალიფიკაცია გააუქმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ ომალის დავლეწავ, შემდეგ კი მის მწვრთნელს“ - მერაბის და ომალის მწვრთნელის დაპირისპირება
„ჯერ ომალის დავლეწავ, შემდეგ კი მის მწვრთნელს“ - მერაბის და ომალის მწვრთნელის დაპირისპირება