ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე: „10 მილიონად საჩუქარია"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 65 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 41 მატჩი აქვს ჩატარებული, ინტერვიუ Gazzetta dello Sport-ს მისცა და განაცხადა, რომ 10 მილიონ ევროდ ასეთი ფეხბურთელი ნამდვილი საჩუქარია.

„კვარაცხელიას ფანტაზია და ფიზიკური სიძლიერე აქვს და დრიბლინგს ხშირად ახორციელებს. მას საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და ყოველთვის ცდილობს, რაღაც გააკეთოს. ხვიჩა მოედანზე მორცხვი არაა, მაგრამ დრო მაინც უნდა მივცეთ. 10 მილიონად ასეთი ფეხბურთელი საჩუქარია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და პირველი შეკრება დიმაროში გამართა. კვარაცხელიამ „პარტენოპეის“ მაისურით ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში გოლით გამოირჩა. La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს.

დღეს, The analyst-მა ხვიჩა გამოარჩია და ტოპ 50 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებსაც მომდევნო სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ. „კვარას“ გარდა რჩეულთა შორის გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში
„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში