ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ტალანტი, რომელიც ინსინიეს დაგვავიწყებს - იტალიური პრესა კვარაზე

საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ოფიციალურად შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელი გუშინ კლუბის ბაზაზეც მივიდა, სადაც მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის შეხვდა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ გულშემატკივრებსაც მიესალმა, სიტყვებით: „როგორც იქნა აქ ვარ, Forza Napoli Sempre“.

ბუნებრივია, ქართველი ფეხბურთელი იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო 1 თვის განმავლობაში, ადგილობრივ პრესაში აქტიურად იწერება კვარაცხელიას პოტენციალის და შესაძლებლობების შესახებ. გუშინ, სააგენტო Tutto Mercato Web-მა ქართველი ფეხბურთელის ტალანტს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც სერია A-ში ითამაშებს. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მის თაობაში, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. „ნაპოლიმ“ ის ტყუილად არ აირჩია, მას აქვს ტალანტი, რომელიც ამ კლუბის გულშემატკივრებს ინსინიეს დაავიწყებს. შეხედეთ მის შედეგებს საქართველოს ნაკრებში. მას ეროვნულ გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკაში ჰქონდა და 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურ გუნდს კვარაცხელიას ტრანსფერი 10 მილიონ ევრომდე დაუჯდა, რასაც 1 მილიონამდე ბონუსებიც დაამატებდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიჭიერი ფეხბურთელის რეზიუმე აქვს, მაგრამ ახალი სამყარო ელოდება“ – Sky-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე
„ნიჭიერი ფეხბურთელის რეზიუმე აქვს, მაგრამ ახალი სამყარო ელოდება“ – Sky-ის ჟურნალისტი ხვიჩაზე