ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია ნაპოლის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა - დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე მივიდა. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ და სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის ამსახველი რამდენიმე ფოტოც გავრცელდა.

გავლენიანი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „კვარა“ დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიმაროში (ტრენტინოს ერთ-ერთი კომუნა) გასამგზავრებლად მოემზადება. „პარტენოპეის“ მოსამზადებელი პერიოდი სწორედ იქ, 8 ივლისს დაიწყება და ნეაპოლელები დიმაროში 19 ივლისამდე დარჩებიან.

„ნაპოლისთვის ახალი სეზონი იწყება და კლუბი ახალწვეულებს მიიღებს, რათა მათ დიმაროში წასვლამდე სამედიცინო შემოწმება გაიარონ. პირველი ფეხბურთელი, რომელიც ბაზაზე გამოცხადდა ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია იყო. იგი ნაპოლის სპორტულ ცენტრში შევიდა და იტალიური თავგადასავლის დასაწყებად მზადაა“, - წერს დი მარციო.

შეგახსენებთ, რომ Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი 5-წლიანი იქნება და ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“
ილია თოფურია: „ვიღაცამ რამე რომ მითხრას, წონითი დივიზიონი სულერთი იქნება“