გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე, ნიკა ჩხეიძე, ჰომბურგი
Aa
Aa

სენსაცია ნემსაძის შედევრით - არველაძის ლამაზი გოლი დრამატულ მატჩში

გერმანიის თასის 1995-96 წლების სეზონში გიორგი ნემსაძემ და რევაზ არველაძემ ბრწყინვალე გოლები გაიტანეს, როცა გერმანიის რანგით მესამე ლიგის ''ჰომბურგში'' თამაშობდნენ. მათთან ერთად გერმანულ კლუბში მეკარე ნიკა ჩხეიძე ასპარეზობდა. ''ჰომბურგს'' თასის ნახევარფინალში გასვლამდე მცირედი დააკლდა, როცა 1/4-ფინალში ''კაიზერთან'' 117-ე წუთზე დამარცხდა.

გამარჯვება საწყის ორ ეტაპზე

1995-96 წლების გერმანიის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ''ჰომბურგმა'' ''სანქტ. პაული'' დამატებით დროში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში გიორგი ნემსაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, რევაზ არველაძე კი მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში, ''კიოლნის'' ექს-ნახევარმცველი დამატებითი დროის ბოლომდე მოედანზე იყო.

მეორე ეტაპზე ''ჰომბურგმა'' სტუმრად ''ზანდჰაუზენი'' დაამარცხა (1:2). ამ შეხვედრაში მეკარე ნიკა ჩხეიძემ და გიორგი ნემსაძემ სასტარტოში ითამაშეს.

სენსაცია ნემსაძის საოცარი გოლით

1/16-ფინალურ შეხვედრას ''ჰომბურგი'' სამწვრთნელო ცვლილებით შეხვდა, მანფრედ ლენცი ულრიხ ზიუდემ შეცვალა. აღნიშნულ ეტაპზე ''ჰომბურგმა'' ''მიუნხენ 1860'' გიორგი ნემსაძის საოცარი გოლით დაამარცხა - 1:2. ნემსაძის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, პირველი გოლისას კი საგოლე პასი რევაზ არველაძემ შეასრულა. 

ამ სეზონში ''მიუნხენ 1860'' ბუნდესლიგაში მერვე ადგილზე გავიდა. ასე რომ, რანგით მესამე ლიგის კლუბისთვის მიუნხენური გუნდის დამარცხება სენსაციად შეფასდა.

 

1/16-ფინალში ''ჰომბურგის'' მეტოქე ''კაიზერი'' იყო, რომელსაც 1990 წლის მუნდიალის გამარჯვებული ანდრეას ბრემე კაპიტნობდა. ამ მატჩში სამივე ქართველი სასტარტოში იყო, კარს ნიკა ჩხეიძე იცავდა, საყრდენის პოზიციაზე გიორგი ნემსაძე თამაშობდა, შეტევაში კი - რევაზ არველაძე.

მე-14 და მე-18 წუთებზე პაველ კუკას გატანილი გოლებით ''ჰომბურგი'' შინ 0:2 მარცხდებოდა. 45-ე წუთზე ''ჰომბურგმა'' ანგარიში შეამცირა, 54ე წუთზე არველაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და წონასწორობა აღადგინა.

68-ე წუთზე დირკ ფლოკის გოლით კვლავ ''კაიზერი'' დაწინაურდა. 74-ე წუთზე არველაძის შესრულებულ საჯარიმო დარტყმას რუდი კოლინსის გოლი მოჰყვა. ამ გოლით მესამე ლიგის ''ჰომბურგმა'' ბუნდესლიგის კლუბთან დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა. 117-ე წუთზე ჰორსტ ზიგლის გატანილი გოლით ''კაიზერმა'' დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

არველაძის ლამაზი გოლი და საგოლე პასი

რევაზ არველაძემ და გიორგი ნემსაძემ ''ჰომბურგში'' მხოლოდ 1 სეზონი გაატარეს. რაც შეეხება მეკარე ნიკა ჩხეიძეს, მან ''ჰომბურგში'' 1995-98 წლებში იასპარეზა, შემდეგ კი თბილისის ''დინამოში'' დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაკვემ ერთა ლიგის ჯგუფი მოგვაგებინა“ - ვაისმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო
„ჩაკვემ ერთა ლიგის ჯგუფი მოგვაგებინა“ - ვაისმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო