ბარსელონა, სევილია
Aa
Aa

მონჩიმ უარყო - სევილია და ბარსელონა ფეხბურთელებს არ გაცვლიან

დღეს, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ხერარდ მორენომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ და „სევილია“ გაცვლისთვის ემზადებოდნენ. საუბარი მემფის დეპაიზე და ჟიულ კუნდეზე იყო.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტმა მონჩიმ კომენტარი გააკეთა, რომელიც ფაბრიციო რომანომ გააჟღერა.

„“ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის ჟიულ კუნდესთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ არსებობს. მესმის, რომ ჩავის შესაძლოა არაუხოსა და კუნდეს დაცვის ხაზი უნდოდეს, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი ხდება“

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველის შეძენით ასევე ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება. მეტიც, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონელები 50 მილიონსაც იხდიდნენ, თუმცა „სევილიას“ აღნიშნული თანხა ეცოტავა და საკუთარი ფეხბურთელი არ გაყიდა.

ასევე გეტყვით, Evening Standard-ის ინფორმაციით, „არისტოკრატებს“ კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის გადაბირება შესთავაზეს და „ლურჯებს“ გარიგებების დახურვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეძლოთ.

როგორც ირკვევა, ლონდონელებს წინადადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება მოითხოვა. პორტუგალიელი თანახმაა, „ოლდ ტრაფორდიდან“ წავიდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი სოლიდურ წინადადებას მიიღებს. „სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებთან დიალოგი კრიშტიანუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა გამართა და პორტუგალიელი კარიერის „ჩელსიში" გაგრძელების პერსპექტივას მიესალმება.

ნეიმარს რაც შეეხება, ტომას ტუხელს არ სურს, რომ ბრაზილიელი საკუთარ გუნდში იხილოს. გერმანელი სპეციალისტი ცდილობს, თავიდან აირიდოს ისეთი შეცდომები, როგორიც რომელუ ლუკაკუს გაფორმება იყო და „ნეის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლას ეს სერიოზულად აფერხებს. პლუს ამას, „არისტოკრატები“ დარწმუნებული არიან, რომ რაჰიმ სტერლინგს შეიძენენ და მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი „ნისლიან ალბიონზე“ წასასვლელად მზადაა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა - ერიქსენი მან. იუნაიტედში ითამაშებს
შეთანხმება შედგა - ერიქსენი მან. იუნაიტედში ითამაშებს