დე ლიხტს ჩელსიში გადასვლა სურს - იუვემ ტრანსფერს მწვანე აუნთო
Aa
Aa

დე ლიხტს ჩელსიში გადასვლა სურს - იუვემ ტრანსფერს მწვანე აუნთო

ტომას ტუხელის „ჩელსი“ ანტონიო რუდიგერისა და ანდრეას კრისტენსენის შემცვლელს ეძებს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის რჩეული მატიას დე ლიხტი გახლავთ და „არისტოკრატები“ ნიდერლანდელი უკანახაზელის გაფორმებაზე აქტიურად მუშაობენ.

„ლურჯებმა“ „იუვენტუსს“ წინადადებით უკვე მიმართეს და მზად არიან, 65 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღონ. ასევე, განიხილება მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ტრანსფერში ჟორჟინიოს ჩართავენ. „ბებერი ქალბატონისთვის“ ორივე წინადადება მისაღებია, მაგრამ „იუვეში“ ურჩევნიათ, ფული მიიღონ, ვიდრე ჟორჟინიო გაიფორმონ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიური გრანდი არ აპირებს, ნიდერლანდელის შესანარჩუნებლად იბრძოლოს. „ბიანკონერიმ“ მის ტრანსფერს მწვანე უკვე აუნთო და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დე ლიხტი ტურინს უახლოეს პერიოდში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ „ბებერი ქალბატონის“ ნიდერლანდელი ფეხბურთელის გარდა, ტუხელი კიდევ ერთი მცველის გაფორმებას გეგმავს. სავარაუდოდ, ეს ნათან აკე იქნება, რომელიც „სიტის“ ღირსებას იცავს. მის გარდა, ჟიულ კუნდეზეც მიდის საუბარი, თუმცა ამ ტრანსფერის გაჩარხვის შანსი შედარებით დაბალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 ივლისის სატრანსფერო ზონა
4 ივლისის სატრანსფერო ზონა