მილანის დიდი გეგმები - როსონერი მინიმუმ სამი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
Aa
Aa

მილანის დიდი გეგმები - როსონერი მინიმუმ სამი ფეხბურთელის დამატებას აპირებს

„სკუდეტოს“ მოქმედი მფლობელი, „მილანი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება სურს. Daily Mail-ის ინფორმაციით, „როსონერის“ ნომერ პირველი სამიზნე ჰაკიმ ზიეჩი გახლავთ და სტეფანო პიოლის გუნდი 29 წლის ფეხბურთელის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ჩელსისა“ და „მილანს“ შორის შეთანხმება შედგება და იტალიური გრანდი ზიეჩს მიიღებს. ამ ეტაპზე იჯარაზე საუბარი არ მიდის და „შავ-წითლებისგან“ 29 წლის შემტევის კონტრაქტის გამოსყიდვას უნდა ველოდოთ.

„მილანს“ „ნისლიან ალბიონზე“ კიდევ ერთი სამიზნე ჰყავს. Goal-ის მიხედვით, „როსონერი“ „ასტონ ვილას“ ფეხბურთელის, დუგლას ლუისის საკუთარ რიგებში ხილვით ინტერესდება. იტალიელებს ბირმინგემელებთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვთ, ამ საკითხს პოზიტიურად უყურებენ და თვლიან, რომ დიდი შანსია, ეს გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შედგეს.

მესამე ფეხბურთელი, რომელსაც იტალიურ გრანდს უკავშირებენ, „სასუოლოს“ ნახევარმცველი, ჰამედ ტრაორე გახლავთ. Corriere dello Sport-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელისთვის „ლიდსი“ და „მილანი“ იბრძვიან და მის თაობაზე ინფორმაცია ორივე მათგანმა გამოითხოვა. კონკრეტული ნაბიჯები არც ერთს გადაუდგამს და ტრაორეს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ვიცით და როგორი გუნდია კარგად ნაცნობი მწვრთნელისა და ფეხბურთელების სლოვანი
რა ვიცით და როგორი გუნდია კარგად ნაცნობი მწვრთნელისა და ფეხბურთელების სლოვანი