სერხიო რამოსი, მადრიდის რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი: "რამოსს რეალის წარმატება ისევ ისე უხარია, როგორც ადრე"

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალი“ დატოვა. ტრავმების გამო ესპანელმა ლეგენდამ „პარი სენ ჟერმენში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მასზე გაცემული ავანსებიც ჯერჯერობით არ მართლდება.

სერხიოს გარეშე მადრიდულმა გრანდმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რა თქმა უნდა, რამოსი ესპანეთის დედაქალაქში ენატრებათ.. გამონაკლისი არც ლუკა მოდრიჩი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა:

მოდრიჩი:

„იმ ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა, რომელთან ერთადაც არაერთ წარმატებას მიაღწიე და ისტორია დაწერე გულსატკენია. ჩვენ ერთად წელი ვიბრძოდით, ხოლო შემდეგ სერხიო წავიდა.. „რეალში“ გადმოსვლის პირველი დღიდან რამოსი გვერდში მედგა, მამხნევებდა და ადაპტაციის გავლაში მეხმარებოდა.

პირველ რიგში მას სჯეროდა ჩემი პოტენციალის. ალბათ გახსოვდა, რამდენიმე თვე ძალიან მიჭირდა. ჩვენ დიდი მეგობრები გავხდით. ოჯახები დავახლოვდით და არდადეგებს ერთად ვატარებდით. ის მე ძალიან მაკლია..

მიუხედავად მანძილისა, ჩვენ ყოველდღე ვესაუბრებით და ვამხნევებთ ერთმანეთს. მას „რეალის“ წარმატება ისევ ისე უხარია. სერხიო ძალიან მენატრება, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.. ხშირად მეგობრებთან განშორება გვიწევს.“

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალს“ 2012 წელს შეუერთდა და სერხიო რამოსთან ერთად 4 ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ესპანელი ცენტრალური მცველის წასვლის შემდეგ კი ლუკამ თავის კოლექციას მეხუთე ჩემპიონთა ლიგის თასიც შემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენ შეუძლებელი შეძელი“ - რამოსი მარსელოს დაემშვიდობა
„შენ შეუძლებელი შეძელი“ - რამოსი მარსელოს დაემშვიდობა