რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

"მჯერა, რომ ის ვარჯიშზე არ გამოცხადდება" - ლევანდოვსკი უკიდურეს ზომას მიმართავს?

დღეს, „ბაიერნმა“ ლევანდოვსკის თაობაზე „ბარსელონას“ მეორე შეთავაზებაც დაბლოკა. კატალონიელებმა 40 მილიონს + ბონუსის სახით 5 მილიონი შესთავაზეს, რაზეც გერმანელების მხრიდან უარი მოჰყვა.

ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი Bild-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამორიცხულია პოლონელმა წინასასეზონო სამზადისი „ბაიერნთან“ ერთად დაიწყოს და ის „რეკორდმაისტერის“ ბაზაზე გამოცხადდეს.

მაიკ ბარტელის თქმით, ლევანდოვსკიმ შესაძლოა კლუბს ბოიკოტი გამოუცხადოს და ვარჯიშზე უარი თქვას. ბარტელმა SportBild-ს განუცხადა, რომ ეს იყო ხრიკი, რომელიც მან ადრე განიხილა, როდესაც 2013 წელს „დორტმუნდის ბორუსიას“ დატოვება სურდა.

„2013 წელს, იმ მომენტში უკვე ითვლებოდა, რომ რობერტი ვარჯიშზე არ გამოჩნდებოდა. ამჯერად, მე მჯერა, რომ რობერტი არ გამოცხადდება ვარჯიშზე..."

- უთხრა ბარტელმა Bild-ს.

„ბარსელონას“ არ უნდა, რომ საქმე აქამდე მივიდეს და კატალონიელები მალე მე-4 შეთავაზებას გაამზადებენ, რომელიც ამჯერად 50 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. მათი აზრით, ამ წინადადების გაგზავნის შემდეგ, შეთანხმება უნდა შედგეს.

თუ, კვლავ უარი და იგნორი მიიღეს, შემდეგ მართლაც მოსალოდნელი იქნება, რომ მხარეები უკიდურეს ზომას მიმართავენ და პოლონელმა შესაძლოა „რეკორდმაისტერი“ სკანდალურად დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა ბოლომდე იბრძვის - რა ხდება რაფინიას გარშემო
ბარსელონა ბოლომდე იბრძვის - რა ხდება რაფინიას გარშემო