რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ფოტოზე კარგად არ ჩანდა და ამან გაანაწყენა - ლუკაკუს პრობლემები ჩელსიში

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდა და „ნერაძურის“ რიგებში იჯარის წესით, 2023 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. მისი წასვლის შემდეგ ბრიტანულ პრესაში ბევრი სტატია დაიწერა და ამჯერად, ლუკაკუზე Athletic-ი გვესაუბრება.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, რომელუ „ჩელსის“ საახალწლო ფოტომ გაანაწყენა, რომლითაც „არისტოკრატებმა“ ქომაგებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს. ფოტოზე „ჩელსის“ ქალთა და კაცთა გუნდის ფეხბურთელები იყვნენ გამოსახული და ლუკაკუს ფოტოს მცირე ადგილი დაუთმეს, რამაც ბელგიელი გაანაწყენა.

Athletic-ის მიხედვით, არაა გამორიცხული, რომ „ჩელსის“ ასეთი გადაწყვეტილება განზრახ მიეღო. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ფოტო ლუკაკუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გამოქვეყნდა, რომელიც მან Sky Sport Italia-ს მისცა და განაცხადა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ მიღებული როლით უკმაყოფილო იყო.

ცნობისთვის, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლუკაკუს განათხოვრების სანაცვლოდ „ჩელსი“ 8 მილიონ ევროს მიიღებს და „ინტერი“ ბელგიელი ფეხბურთელის ხელფასის ნაწილსაც დაფარავს. ამასთან, თუ რომელუმ მაღალ დონეზე იასპარეზა, ლონდონელები ბონუსებს მიიღებენ. გეტყვით იმასაც, ბელგიელი თავდამსხმელი გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ახალ „არისტოკრატებს“ ვერ შეეგუა და უკან დაბრუნება ითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინანსური პრობლემები ვალენსიაში - დიდი ზარალი გასულ სეზონში
ფინანსური პრობლემები ვალენსიაში - დიდი ზარალი გასულ სეზონში