გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

ყველა დეტალი შეთანხმებულია - წიტაიშვილი პოლონურ კლუბში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონურ „ლეხში“ გააგრძელებს. Crystalsport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება შედგა და გარიგების გასაოფიციალურებლად „წიტას“ მიერ კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა, რაც უახლოეს დღეებში მოხდება.

„ლეხსა“ და „დინამო კიევის“ ფეხბურთელს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. ჯერჯერობით უცნობია, „ლეხს“ წიტაიშვილის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება ექნება თუ არა. როგორც მოგეხსენებათ, გიორგის უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი წიტაიშვილმა კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა და თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამჟამად, იგი „დინამო კიევთან“ ერთად იმყოფება და ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.

ცნობისთვის, 2021-22 წლების სეზონში „ლეხი“, რომლის რიგებში ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს, პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლეხის“ მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღია“, რომლის წევრი ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ტრანსფერი ამ უქმეებზე გაოფიციალურდება“ – La Repubblica ხვიჩაზე წერს
„მისი ტრანსფერი ამ უქმეებზე გაოფიციალურდება“ – La Repubblica ხვიჩაზე წერს