10 ყვითელი და ინგლისის ''ქამბექი'' - ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე
ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 1/2-ფინალში ინგლისმა იტალია 2:1 დაამარცხა.
ამ მატჩის მთავარი მსაჯი ქართველი გოგა კიკაჩეიშვილი იყო. მისი პირველი ასისტენტი დავით გაბისონია გახლდათ. ქართველ არბიტრებთან ერთად მატჩზე ლიეტუველმა მსაჯებმაც იმუშავეს. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ სენეცში გაიმართა.
კიკაჩეიშვილმა ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა. კერძოდ, 4 ინგლისის ნაკრების მოთამაშეებმა მიიღეს, 6 - იტალიის ნაკრების.
ანგარიში მე-12 წუთზე იტალიის ნაკრებმა გახსნას, ფაბიო მირეტი ინგლისელთა საჯარიმოში წააქციეს, დარტყმა ''იუვენტუსის'' მოთამაშემ შეასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ალექს სკოტმა და ჯარელ ქუანსამ გაიტანეს, ინგლისის ნაკრები ფინალში გავიდა.
გარდა ნახევარფინალური მატჩისა, კიკაჩეიშვილმა და გაბისონიამ იტალია-სლოვაკეთი (1:0) და ინგლისი-ისრაელი (1:0) განსაჯეს, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა.