გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს - მაკარიძეს ლა ლიგა 2-ის კლუბები იწვევენ

CrystalSport-ის ცნობით, გიორგი მაკარიძის დამატება ლა ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. 32 წლის მეკარე, რომელიც გასულ სეზონში ''ალმერიასთან'' ერთად ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა, ფინანსურად უფრო მიმზიდველი წინადადებების მოლოდინშია.

შეგახსენებთ, ესპანური გამოცემა Infobierzo იუწყებოდა, რომ მისი საკუთარ რიგებში ხილვით „პონფერადინა“ ინტერესდება. „ლა პონფეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მანუელ გომეში გახლავთ, რომელიც მაკარიძეს კარგად იცნობს. იგი მასთან ერთად, „ალმერიასა“ და ''რიუ ავეში'' მუშაობდა და სათამაშო დროს რეგულარულად აძლევდა. 

2020 წლის ზაფხულში მაკარიძე „ალმერიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პირველ სეზონში სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, ფერნანდო მარტინეს რუბიოსთან კონკურენცია მოიგო, ლა ლიგა 2-ის 33 მატჩში ითამაშა, თუმცა ფლეი-ოფში „ალმერია“ წარუმატებლად გამოვიდა. გასულ სეზონს რაც შეეხება, „ალმერიას“ პირველ მეკარედ ფერნანდო მარტინეს რუბიო იქცა. მაშინ როცა მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ესპანელმა 41 შეხვედრა ჩაატარა.

ცნობისთვის, მაკარიძეს ფრანგული „ლე მანისა“ (2009-13) და ესპანური „ალმერიას“ გარდა, მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში უთამაშია: „ფეირენსე“ (2014-16), „მორეირენსე“ (2016-18), „რიუ ავე“ (2018-19) და „სეტუბალი“ (2019-20).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ასეთი ფეხბურთელი იტალიაში ცოტაა'' - მსოფლიოს ჩემპიონი ხვიჩაზე
''ასეთი ფეხბურთელი იტალიაში ცოტაა'' - მსოფლიოს ჩემპიონი ხვიჩაზე