გოგა ბითაძე
Aa
Aa

''ინდიანაში ჩემგან მეტს ელიან'' - ბითაძე NBA-სა და ევრობასკეტზე

''ინდიანა პეისერსის'' ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' NBA-სა და სანაკრებო თემებზე ისაუბრა. 

''გასული სამი სეზონის განმავლობაში გავიზარდე, რაღაცებს უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ჩემს თამაშებს სულ ვუყურებ და ვცდილობ განვვითარდე. გასული სეზონის პირველ ნახევარში თამაში ხშირად არ მიწევდა, ჩემს შანსს დაველოდო, სეზონის მეორე ნახევარში კარგი სტატისტიკა მქონდა, თამაშებიც მოვიგეთ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა, თუმცა ჩემგან უფრო მეტს ელიან, რაც კარგია, მეც ჩემი თავისგან ბევრად მეტს ველი''.

''ინდიანაპოლისში ქუჩაში გასვლა იშვიათად მიწევს, რადგან სახიფათო ქალაქია, ძალიან მაღალია კრიმინალი. დარბაზთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, რაც ძალიან მეხმარება, რომ ბევრი ვივარჯიშო, კალათბურთს დიდი დრო დავუთმო.''

''ევრობასკეტს დიდი მოლოდინით ვხვდები. როგორც ვიცი, NBA-ს ყველა მოთამაშე ნაკრებს ეხმარება, რაც ძალიან კარგია, რადგან მაღალი დონის ევრობასკეტი იქნება. ჩვენ სახლში ვთამაშობთ, რაც დიდი უპირატესობაა''.

''ილიას ზუროსს როგორც პიროვნულად, ასევე როგორც მწვრთნელს, დიდ პატივს ვცემ, რადგან თავისი კლუბური კარიერა რამდენჯერმე გვერდით გადადო, რომ საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. სხვა ქვეყნის მოქალაქეს ასე უყვარს საქართველოს ნაკრები, ქართველი ხალხი, ამაზე მეტს ვერ ისწავლი. მე ქართველი ვარ და ჩემი ნაკრები ყველაზე ძალიან მიყვარს. მან ეს მასწავლა - ნაკრების სიყვარული''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ში არ წავა - შენგელია იტალიაში დარჩება
NBA-ში არ წავა - შენგელია იტალიაში დარჩება