უსმან დემბელე
Aa
Aa

ბარსას მოთმინება იწურება - კლუბმა შესაძლოა შეთავაზება უკან გაიხმოს

ზუსტად 30 ივნისს, უსმან დემბელეს ხელშეკრულებას ვადა ეწურება და ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ამ მომენტამდე მისი მომავალი გაურკვეველი რჩება. „ბარსელონამ“ მას კონტრაქტის ახალი პირობები დიდი ხნის წინ შესთავაზა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

სხვადასხვა გრანდებთან მოლაპარაკებების შემდეგ, დემბელემ და მისმა აგენტმა სასურველი შეთავაზება ჯერაც ვერ მიიღეს, რაც ფეხბურთელის ირგვლივ გაურკვევლობას კიდევ უფრო აღრმავებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსა“ დემბელეს ქცევით გაბრაზებულია და კლუბი გეგმავს, რომ შეთავაზება უკან გაიხმონ. ხელმძღვანელთა ნაწილი თვლის, რომ ეს „ბლაუგრანასთვის“ საიმიჯოდ რეპუტაციის შემლახველია.

„ბარსელონა“ ახალი შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს. ეს დემბელეს აგენტმა იცის და ამ დღეებში სხვა კლუბებთან აქტიური მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

არსებობს იმის შანსი, რომ უსმანი საერთოდ უგუნდოდ დარჩეს. ფინანსური თვალსაზრისით, ის და მისი აგენტი დათმობაზე წასვლას ჯერჯერობით არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსი“ და პსჟ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი მისთვის ახალ გუნდს ეძებს, იუნაიტედი გაყიდვას არ აპირებს - რა ხდება რეალურად?
აგენტი მისთვის ახალ გუნდს ეძებს, იუნაიტედი გაყიდვას არ აპირებს - რა ხდება რეალურად?